• დამნაშავე პირების მიერ ადამიანებით ვაჭრობა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით.

საქართველოს კანონმდებლობით, ტრეფიკინგი განისაზღვრება, როგორც ადამიანის ყიდვა, გაყიდვა ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება.

• ის ასევე მოიცავს ადამიანის გადაბირებას, გადაყვანას, დაქირავებას, ტრანსპორტირებას ან მიღებას ექსპლუატაციის მიზნით.

• ტრეფიკინგი შეიძლება მოხდეს როგორც საქართველოს ფარგლებს გარეთ, ისე საქართველოში.


ტრეფიკინგის მთავარი მიზანია ექსპლუატაცია. ექსპლუატაციის ძირითადი ფორმებია:

სექს-ტრეფიკინგი (სექსუალური ექსპლუატაცია)

იძულებითი შრომა/შრომის ექსპლუატაცია: მსხვერპლის ჩაბმა მომსახურების, წარმოების, სოფლის მეურნეობის ან კრიმინალურ ბიზნესში (მაგ. შეიარაღებული ფორმირება, ნარკოტიკებით ვაჭრობა და სხვა).

ბიოლოგიური ექსპლუატაცია: ადამიანის გამოყენება ორგანოების ან ქსოვილების გადანერგვისათვის, ან ქალების სუროგატ დედებად გამოყენება.


ტრეფიკიორები მსხვერპლის იძულებით მონობასა და იძულებით საქმიანობაში ჩართვისთვის იყენებენ შემდეგ მეთოდებს:

ძალადობა:

მოტყუება (თაღლითობა):


შიდა მიზეზები:

• მძიმე ეკონომიკური პირობები;

• მოსახლეობის ცუდი ინფორმირებულობა საზღვარგარეთ ყოფნის და სამუშაოდ მოწყობაზე, ასევე არალეგალური შრომითმოწყობის შედეგებზე;

• სამართლებრივ ფაქტორებს მიეკუთვნება, ერთ მხრივ, დაზარალებულთა დაცვის სისტემის არარსებობა და, მეორე მხრივ, დამნაშავეთა დაუსჯელობა;

• ფსიქოლოგიური ფაქტორი — მოქალაქეების მოუმზადებლობისა და ახალ, მძიმე პირობებში ყოფნის ფონზე მცირდება თავდაცვის ინსტინქტი, უარესდება ფსიქოლოგიური მდგომარეობა. პრინციპით „უარესი რაღა უნდა დამემართოს“ ადამიანები თანხმდებიან საეჭვო წინადადებებს და ვერ ამჩნევენ საფრთხეს.

გარე მიზეზები:

• საზღვრების გახსნა;

• ტურისტული მოგზაურობის გაადვილება;

• ჩრდილოვანი ეკონომიკის ინტერნაციონალიზაცია;

• მდიდარ და ღარიბ სახელმწიფოებს შორის სხვაობის გაღრმავება;

• საერთაშორისო დანაშაულებრივი ჯგუფების ჩამოყალიბება;

• სახელმწიფო ორგანოებში მომუშავე მოხელეთა კორუმპირებულობა და სხვა.


ტრეფიკინგი საქართველოში მძიმე დანაშაულად არის აღიარებული და მასზე გათვალისწინებულია მკაცრი სასჯელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ტრეფიკინგი ისჯება:

ადამიანთა ტრეფიკინგი (მუხლი 143¹): პატიმრობა 7-დან 20 წლამდე.

ტრეფიკინგი არასრულწლოვანების მიმართ (მუხლი 143²): სასჯელი 8-დან 20 წლამდე.

ტრეფიკინგის მსხვერპლის მომსახურების გამოყენება (მუხლი 143³): სასჯელი 4-დან 15 წლამდე.

მნიშვნელოვანია, გახსოვდეს, რომ ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლი არ არის დამნაშავე!