ტრეფიკინგი: თანამედროვე მონობა

ტრეფიკინგი, ანუ ადამიანებით ვაჭრობა, თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და უმძიმესი სოციალური უსამართლობაა. დღესდღეობით, მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 50 მილიონზე მეტი ადამიანი იმყოფება თანამედროვე მონობაში — იძულებით შრომაში, სქესობრივ ექსპლუატაციაში ან მონობის სხვა ფორმებში.

ყოველწლიურად ათასობით ადამიანი — ქალები, მამაკაცები და ბავშვები — ხდებიან ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლნი. ტრეფიკინგი სცდება საზღვრებს, იყენებს ეკონომიკურ სიდუხჭირეს, დაზარალებულთა დაუცველობას და ხშირ შემთხვევაში — თაღლითობას ან ძალადობას.

ჩვენი ვებგვერდის მიზანია მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება და ამ გზით ტრეფიკინგის საფრთხის შემცირება. გვსურს, რომ:

იყავი ინფორმირებული — იყავი დაცული!